ნათია მეზვრიშვილი: დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი უკვე ცნობილია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა, ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში, მესტიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, გააკეთა კომენტარი. მეზვრიშვილის თქმით, ინტენსიური და ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს სავარაუდო ბრალდებული პირის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა – „პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ სამწუხარო ფაქტი მოხდა. ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყეთ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც გულისხმობს განზრახ მკველობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს 7-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას და გამოძიების ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ, აღნიშნული დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი უკვე ცნობილია, თუმცა თავს შევიკავებ ვინაობის გამჟღავნებისგან. მიმდინარეობს ინტენსიური და ოპერატიული ღონისძიებები აღნიშნული პირის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით და შედეგების შესახებ აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას უახლოეს ვადებში“.

banner
წინა სტატიაში”ნაციონალური მოძრაობა“ შს სამინისტროს მოუწოდებს, მესტიაში მათი პარტიის წევრის მკვლელობის ფაქტი დროულად გამოიძიოს
შემდეგი სტატიათავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში ახალ ფურცელს გადაშლის