“ნაციონალური მოძრაობა” ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით მომდევნო მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას გეგმავს

ნინო ბურჯანაძის პარტიის ინიციატივას, რომ საქართველომ უბლოკო სტატუსი მიიღოს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ქვეყნის ღალატად ადარებენ. საპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ კონსტიტუციაში უნდა იყოს ჩანაწერი, რომ საქართველოს საგარეო კურსი ევრო ატლანტიკურია.

“ნებისმიერი დისკუსია უბლოკო სტატუსზე და საქართველო არ უნდა გაწევრიანდეს ნატო-სა და ევროკავშირში არის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დამღუპველი. სამწუხაროა, რომ ჩვენთან არიან ძალები, რომლებიც ამ პროპაგანდას ეწევიან პირდაპირ ეთერში. ჩვენ ეს ინიციატივა გვქონდა თვეების წინ და მაშინ რესპუბლიკურმა პარტიამ მხარი არ დაგვიჭირა. თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ჩანაწერი უნდა იყოს კონსტიტუციაში,”- აცხადებს სერგი კაპანაძე.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში ისინი ამ კუთხით საკონსტიტუციო ცვლილებებს მოამზადებენ და მიიღებენ.

უბლოკო სტატუსს მხარს არ უჭერენ არც თავისუფალი დემოკრატები. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ნინო ბურჯანაძის პარტიას მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს.

“ჩვენი ადგილი არის ევროპაში, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. ის პარტიები, რომლებიც ქადაგებენ, რუსეთთან მიერთებას, უბლოკო სტატუსს და ფოჩიან კანფეტებს სტავაზობენ, ატყუებენ ხალხს და უფსკრულისკენ მიჰყავთ ქვეყანა,”- აცხადებს დეპუტატი გია ცაგარეიშვილი.

banner
წინა სტატიაში“ზუგდიდის რაიონს პარლამენტში ეყოლება საკუთარი რჩეული, რომელიც მე დარწმუნებული ვარ სანდრა რულოვსი იქნება,”
შემდეგი სტატიაგადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 20 აგვისტოდან იწყება