“ზუგდიდის რაიონს პარლამენტში ეყოლება საკუთარი რჩეული, რომელიც მე დარწმუნებული ვარ სანდრა რულოვსი იქნება,”

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ სანდრა რულოვსმა თავად გაახმოვანა. რულოვსი კერჭს ზუგდიდში იყრის.

სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე დადებითად აფასებს და ამბობს, რომ სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია. მეტიც ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ რულოვსი არჩევნებში გაიმარჯვებს.

“ყველა ჩვენგანმა გავიგეთ ძალიან გასახარი ამბავი, არა მხოლოდ ზუგდიდისთვის, სამეგრელოსთვის არამედ საქართველოსთვის. ამ რაიონს, ზუგდიდის რაიონს საქართველოს პარლამენტში ეყოლება საკუთარი რჩეული, რომელიც მე დარწმუნებული ვარ იქნება სანდრა რულოვსი.

ჩვენ ყველას გვესმის რამდენად სიმბოლურია ადგილი, სადაც ვართ. კორცხელი არის სიმბოლო იმ გამარჯვების, რომელიც მოვიპოვეთ მაისში. დღევანდელი დღიდან კორცხელი იქნება სიმბოლო იმ გამარჯვების, რომელსაც მოვიპოვებთ, აქაც ზუგდიდშიც და მთელ საქართველოში რომ ჩვენი ხალხი ცხოვრობდეს, უკეთ.

ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის მიზანი, სანდრასიც, ჩემიც ნიკასიც არის ძლიერი და ფეხზე დამდგარი საქართველო. ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის მიზანი დასაქმებული ქართველებია. ჩვენი მიზანია იმ იდეალების დაბრუნება, რომელსაც ყველა ვემსახურებოდით. ასეთი მიზნებით აუცილებლად გავიმარჯვებთ. ასე რომ გილოცავთ და სიმბოლურია, რომ სწორად თქვენ ზუგდიდის რაიონს ხვდა წილად რომ ქალბატონ სანდრას გადაწყვეტილებით თქვენს რაიონში თქვენ სოფელში იყრის კენჭს,”- განაცხდა დავით ბაქრაძემ.

ზუგდიდელებს მიმართა ნიკა მელიამაც. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა მაისში განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ქართული ოცნება 8 ოქტომბერს დამარცხდება.

“ძალიან ამაყი ვარ დღეს ვიყო ისევ კორცხელში, მქონდეს საშუალება ვისაუბრო. მე რამდენიმე ადმიანი შემხვდა, რომელსაც მაისში უმოწყალოდ 7-8 ადამიანი ზონდერი სცემდა, რომელიც კალაძე-ივანიშვილმა გამოგზავნა. მაგრამ რა პასუხიც მათ მაისში მიიღეს იგივეს მიიღებენ 8 ოქტომბერს საარჩევნო ყუთთან. ვინ დაიწყებს საქმის კეთებას 9 ოქტომბრიდან და არა იმაში, თუ ვინ მოიგებს 8 ოქტომბერს ან ვინ წააგებს. 4 წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ ეს ივანიშვილმა ვერ შეძლო მან მხოლოდ თავის ბიზნესი განავითარა. 8 ოქტომბერს ივანიშვილს კორცხელიდან ვეუბნებით, რომ გადავიყვანთ ოპოზიციაში. სიყვარულით ერთიანობით და სიმტკიცით ავაღორძინებთ ამ ქვეყანას,”- განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიScorpions-ის კონცერტზე დასწრების მსურველებისთვის 20 აგვისტოს, თბილისიდან ურეკში დამატებითი მატარებელი დაინიშნა
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით მომდევნო მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას გეგმავს