„ნაციონალური მოძრაობა“ ფინანსთა მინისტრს ფრაქციის სხდომაზე კვირის ბოლომდე ელოდება

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კვირის ბოლომდე ფრაქციის სხდომაზე ელოდება.

როგორც „თაიმერს“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან” აცნობეს, საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ფრაქციის სხდომაზე დღეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დაიბარა.

„ფრაქციის მიერ მინისტრის დაბარება ეხება კომპანია “ომეგას“ და ტელეკომპანია „იბერიის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ასევე, ფრაქცია ფინანთსა მინისტრს სხდომაზე სთხოვს, წარუდგინოს ეკონომიკური გათვლები მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ კანაფის წარმოებით 2-3 წლის განმავლობაში საქართველოში შესაძლებელია ერთი მილიარდი ლარის საექსპორტო პროდუქციის შექმნა. მინისტრს, ფრაქციის სხდომაზე, მიმდინარე კვირის ბოლომდე ელიან“,– აცხადებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.

banner
წინა სტატიაშიე.წ. შავი წიგნი გამყალბებლებისთვის – შალვა ნათელაშვილის ინიციატივა
შემდეგი სტატიაგარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით გასული კვირის შედეგებს აქვეყნებს