ე.წ. შავი წიგნი გამყალბებლებისთვის – შალვა ნათელაშვილის ინიციატივა

შალვა ნათელაშვილი რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

“ლეიბორისტული” პარტიის ხელმძღვანელის განცხადებით, ყველა რეგიონში იხსნება ე.წ. შავი წიგნი, რომელშიც ჩაიწერება გამყალბებლების სახელები და გვარები.

დღევანდელ შეხვედრაზე პარტიის წარმომადგენლებს რეგიონებში არსებულ სხვა პრობლემებთან ერთად ყველა იმ პირის მოძებნა დაევალათ, ვინც არჩევნების გაყალბებას ეცდება.

შალვა ნათელაშვილის თქმით, ისინი, ვინც არჩევნებს გააყალბებენ, ვერ მოხვდებიან სახელმწიფო სამსახურში.

„მოგვაწოდოთ ინფორმაციები მათ შესახებ, რომლებსაც შევიყვანთ შავ წიგნში, ერის ისტორიისა და გარანტიას ვაძლევ ყველას, რომ ვინც არჩევნებს გააყალბებს და ხალხს აიძულებს ნების საწინააღმდეგოდ ხმა მისცენ სახელისუფლო კანდიდატებზე, აი ამ ადამიანებს სახელმწიფო სამსახური არ ეღირსებათ.“- მიმართა შალვა ნათელაშვილმა პარტიის წარმომადგენლებს.

banner
წინა სტატიაშიაუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნა – უწყება საგარეო საქმეში არსებულ შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე მიუთითებს
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ ფინანსთა მინისტრს ფრაქციის სხდომაზე კვირის ბოლომდე ელოდება