„ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებს

„ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებს.

როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, მათ აქვთ კითხვები მთავრობასთან, თუმცა მიუხედავად ამისა, პლენარულ სხდომაზე მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერენ.

“ჩვენ მოვუსმენთ სამთავრობო კანდიდატებს და ვისაუბრებთ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც აწუხებს ხალხს. სწორედ დღევანდელი მთავრობის მუშაობის შედეგად ქვეყანაში გაიზარდა სიღარიბე, გაუფასურდა ლარი და ადამიანებს დღეს უფრო უჭირთ ვიდრე ოთხი წლის წინ. ეს იქნება ის მთავრი თემები, რაზეც ჩვენ ვიქნებით ძალიან კრიტიკულები მთავრობის მიმართ. აქედან გამომდინარე მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დავუჭერთ”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ცნობილია, მთავრობის ახალ შემადგენლობა დასამტკიცებლად პარლამენტს ხვალ გადაეგზავნება.

banner
წინა სტატიაშიკრიშტიანუ რონალდომ აღიარა, რომ ის ჰომოსექსუალია
შემდეგი სტატიაკიევში მერიის შენობასთან აფეთქება მოხდა