კიევში მერიის შენობასთან აფეთქება მოხდა

კიევში, მერიისა და ცენტრალურ უნივერმაღს შორის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა – დღეს უკრაინული “ვესტი” წერს.
უცნობმა პირებმა ქუჩაში ასაფეთქებელი ნივთიერებები ისროლეს – მათი კვალი ტროტუარეზე დარჩა. მერიისა და ცენტრალური უნივერმაღის ტერიტორიები პოლიციამ გადაკეტა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დღეს უკრაინაში ევრომაიდანის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო დღესასწაული – ღირსებისა და თავისუფლების დღე აღინიშნება. ქვეყანაში მასობრივი ღონისძიებები იმართება, გადაკეტილია კიევის ცენტრალური ქუჩები.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებს
შემდეგი სტატიათეთრი სახლის პრეს-მდივნის სახელი ცნობილია