“ნაციონალური მოძრაობა” კახა კალაძეს უმცირესობის სხდომაზე იწვევს

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, მთავრობის წევრების მხრიდან, “გაზპრომთან” მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, კვლავ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება.

წიკლაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის მოლაპარაკება, რომელსაც მთარობა გაზპრომთან აწარმოებს საჯარო იყოს, რათა ნაკლები კითხვის ნიშნები გაჩნდეს.

“მთავრობის წარმომადგენელთა გუშინდელმა კომენტარებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ცვლილებები გრძელდება მთავრობის მხრიდან და ეს არის სრულიად ურთიერთგამომრიცხავი, თუ ადრე საუბარი იყო იმაზე, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება გაზპრომთან, გაზის დივერსიფიკაციის მიზნით, გუშინ უკვე, მინისტრმა კალაძემ გააჟღერა სრულიად სხვა ვერსია, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელ მაგისტრლათნა დაკავშირებული მოლაპარაკება. სწორედ ამიტომ, დგება საჭიროება, რომ ყველა დეტალი, რომელიც ამ ხელშეკრულებასთან არის დაკავშირებული გასაჯაროვდეს. მინისტრ კალაძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტრო ღიაა ყველა ინფორმაციის გასაცემად ტყულია. მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, რომელსაც არანაირი კავშირი ეკონომიკურ ურთიერთობებთან არ აქვს და ამ პოლიტიკურ პროცესში ღიად ერთვებიან აშშ-ის ექსპერტები, რაც არის პირველი ნაბიჯი იმ გაფრთხილებების რიგში, რაც ამას მოჰყვება”,-განაცხადა წიკლაურმა

ამასთან, “ნაციონალური მოძრაობა” კიდევ ერთხელ მოუწოდებს ენერგეტიკის მინისტრს, მივიდეს პარლამენტში, უმცირესობის სხდომაზე და ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

“დღეს გაკეთდება განცხადებები აზერბაიჯანული მხარის მიერაც და საქართველო დგება ვითარებაში, როდესაც ერთის მხრივ, ის კარგავს სტრატეგიულ პარტნიორს აზერბაიჯანის სახით და ასევე საერთაშორისო არენაზე ჩვენი პოზიციები სუსტდება. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ მინისტრ კალძეს, მოვიდეს უმცირესობის სხდომაზე და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას”, – განაცხადა წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე “გაზპრომთან” დაკავშირებით ექსპერტების შეკითხვებს პასუხობს
შემდეგი სტატიაპარლამენტი თებერვალში პრეზიდენტის წლიურ მოხსენებას მოისმენს