კახი კალაძე “გაზპრომთან” დაკავშირებით ექსპერტების შეკითხვებს პასუხობს

ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ექსპერტებს ხვდება. შეხვედრა ამ წუთებში კალაძის უწყებაში მიმდინარეობს.

ექსპერტების შეკითხვები სავარაუდოდ, კალაძის და „გაზპრომის“ წარმომადგენლების შეხვედრებს შეეხება.

„შეკითხვები არსებობს ამ პროცესის მიზანშეწონილობასთთან მიმართებაში საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ოთხი შეხვედრა იყო და თითო შეხვედრის შემდეგ სულ სხვადასხვა რამეზე საუბრობენ. ეჭვები არსებობს, რომ შეიძლება სულ სხვა რამეზე იყოს საუბარი, მათ შორის ჩრდილო-სამხრეთის გაზსადენის საკითხებზე და მათ გასხვისებაზე. გვინდა ენერგეტიკის მინისტრისგან გავიგოთ, რაზეა საუბარი დახურულ კარს მიღმა“, – განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე „საქართველოს განვითარების ფონდის“ წევრმა გიორგი რუხაძემ.

ექსპერტი მამუკა არეშიძე “გაზპრომის” საკითხთან ერთად ენერგეტიკის სფეროში საქართველოს და აზერბაიჯანის ურთიერთობითაც ინტერესდება.

„მინდა გავერკვე სიტუაციაში, თუ რაზე ხდება მოლაპარაკება „გაზპრომის“ ხელმძღვანელობასთან. თუ ეს მოლაპარაკებები რეალობასთან ახლოს არის, მაშინ რა პირობებზე თანხმდებიან მხარეები და რამდენად არის დაცული საქართველოს ინტერესები. რამდენად მართალია, რომ აზერბაიჯანიც აწარმოებს „გაზპრომთან“ მოლაპარაკებას და როგორ გაგრძელდება აზერბაიჯანის და საქართველოს ენერგეტიკულ სფეროში ურთიერთობა“, – ამბობს ექსპერტი მამუკა არეშიძე.

როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ენერგეტიკის სამინისტროში მიმდინარე შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

banner
წინა სტატიაშიარა გაზპრომს! – ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” კახა კალაძეს უმცირესობის სხდომაზე იწვევს