“ნაციონალური მოძრაობა” 2020 წელს მოგიგებთ არჩევნებს და თუ გააყალბებთ დაგამხობთ მიხეილ სააკაშვილი

გუბაზ სანიკიძის თქმით, ქვეყანაში არსებული მძიმე ფონისა და ამომრჩევლის უკმაყოფილების ფონზე “ნაციონალური მოძრაობისა” და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება.

“ძვირფასო ოცნებავ, ამ დინამიკით თუ გააგრძელებთ და არაფერს იზამთ, რომ ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო გარემო შეიქმნას, რომ შემდეგი არჩერვნები დემოკრატიულად ჩატარდეს, უკვე მარტო “ნაციონალური მოძრაობა” 2020 წელს მოგიგებთ არჩევნებს და თუ გააყალბებთ დაგამხობთ მიხეილ სააკაშვილი. ასე იქნება, ამიტომ ამაზე იფიქრეთ. ეს იყო თქვენი ბოლო გამარჯვება და ეს აფერა, რასაც ატარებთ და თამაშობთ: აი ბუა მოვა… პირველი ტურის შემდეგ რა ცხვირ-პირი გქონდათ ხომ გახსოვთ? რა დღეში იყავით – გატეხილი ღამეები, თქვენს იმპერატორს ცხვირ-პირი რომ ჩამოსტიროდა და ბოდიშებს რომ იხდიდა. ხომ გახსოვთ ის კოშმარული სამი კვირა?! ეს გაგიმეორდებათ და უარეს ფორმებში გაგიმეორდება. სააკაშვილს არ მოაკლდება უკვე, მას მოემატება ჩემდა სამწუხაროდ”- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ “კავკასიის” ეთერში და დასძინა რომ “ასეთი ხელისუფლების პიროიბებში შესაძლებელია, სააკაშვილი ხელისუფლებაში მობრუნდეს”.

banner
წინა სტატიაში“გაცნობიერებული მაქვს ის მძიმე ჯვარი, რომელიც მაღალმა ღმერთმა მომანიჭა ამ ტაძარში” – 41 წელი პატრიარქის აღსაყდრებიდან
შემდეგი სტატია,,მივმართავ უმრავლესობას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურებს მხარი არ დაუჭიროს და სისტემის გაწმენდა დაიწყოს”