“ნაციონალურ მოძრაობაში” დღეს სერგო რატიანს უპასუხეს

news
ავტ.: news იანვარი 7, 2017 12:45

“ნაციონალურ მოძრაობაში” დღეს სერგო რატიანს უპასუხეს

ნაციონალურ მოძრაობაში დღეს სერგო რატიანს უპასუხეს. პარტიის ნაწილი აღმასრულებელ მდივანს სიცრუეში ადანაშაულებს. რატიანის გადაწყვეტილებით საპარლამენტო სიიდან რამდენიმე წევრი ამოიღეს.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, რატიანს ცესკოსთვის მხოლოდ იმ წევრების ამოღების თხოვნით არ მიუმართავს, ვინც პარლამენტში შესვლას აპროტესტებდა. ბეჟაშვილის თქმით, სიაში მოხვდნენ ისინიც, ვინც ყრილობის საორგანიზაციო საკითხებშია ჩართული.

„არგუმენტი, რომ პარტიული სიიდან ამოღებული იყო ის წევრები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ საპარლამენტო დეპუტაციის პარლამენტში შესვლას, არის კიდევ ერთი მორიგი ტყუილი,“ – აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

news
ავტ.: news იანვარი 7, 2017 12:45