„იძულებით ვიყავი სამეცნიერო მივლინებაში, ბუნებრივია პოლიტიკაში დაბრუნებას ვაპირებ“ – გიგი უგულავა

news
ავტ.: news იანვარი 7, 2017 12:50

„იძულებით ვიყავი სამეცნიერო მივლინებაში, ბუნებრივია პოლიტიკაში დაბრუნებას ვაპირებ“ – გიგი უგულავა

სამების საკათედრო ტაძარში დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა იმყოფებოდა, იგი საშობაო წირვას დაესწრო. ჟურნალისტებთან საუბრისას, უგულავამ პოლიტპატიმრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს შობის დღესასწაული მიულოცა:

„მიხარია, რომ დაემთხვა, შობის დღეს გამოვედი საპატიმროდან, პირველ რიგში ვისაც მინდა მივულოცო, არიან ჩემი კოლეგა პატიმრები, პოლიტპატიმრები და სწრაფად გათავისუფლება ვუსურვო. მინდა მადლობა გადავუხადო და ასევე მივულოცო მთელ პერსონალს, რომლებთანაც ორწელიწად-ნახევარი იძულებით მოგვიწია ერთად ყოფნა“, – აღნიშნა უგულავამ.

დედაქალაქის ყოფილი მერის განცხადებით, იგი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს. მისი თქმით, საქართველო სტაგნაციაშია, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის განვითარება ჩიხში შეიყვანა:

„იძულებით ვიყავი სამეცნიერო მივლინებაში, ბუნებრივია პოლიტიკაში დაბრუნებას ვაპირებ. საქართველო სტაგნაციაშია, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის განვითარება ჩიხში შეიყვანა, ეკონომიკა სულს ღაფავს, ის გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, უფრო დიდ კრიზისს გამოიწვევს. ჩვენი მოვალეობაა სამართლიანი, მშვიდობიანი გზით ჩამოვაშოროთ არაფორმალური მმართველი ხელისუფლებას და ქვეყნის განვითარება გავაგრძელოთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა, თითქმის სამწლიანი პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უგულავას სასჯელი შეუმცირდა, მან 1 წელი 3 თვე და 22 დღე შეადგინა, „ამნისტიის შესახებ კანონის“ შესაბამისად კი უგულავა სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან გუშინ საღამოს გათავისუფლდა.

news
ავტ.: news იანვარი 7, 2017 12:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,804
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics