,,ნაციონალურ მოძრაობას” თუ უნდა, აქცია ბორჯომში გამართოს და ბორჯომის წყალი მიირთვას”

„ნაციონალურ მოძრაობას” თუ უნდა, აქცია თელავში გამართოს, ან ბორჯომში და ბორჯომის წყალი მიირთვას – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა განუცხადა, რომელიც 16 დეკემბერს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ნაციონალების“ გეგმების რევიზიას არ აპირებს, რადგან ეს მათი არჩევანია.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჩვენა, რომ მას რეალური მხარდამჭერი 3 ათას ადამიანამდე ჰყავს. ჩვენს აქციაზე 100 ათასი ადამიანი იყო. მათ არავითარი 780 ათასი მხარდამჭერი არ ჰყავთ”, – დასძინა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი – არ ვთვლი, რომ დღეს პარლამენტში რამე განსაკუთრებული მოხდა
შემდეგი სტატიაუბედური შემთხვევა თბილისში – კომპანია “სვეტის” მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა