ირმა ინაშვილი – არ ვთვლი, რომ დღეს პარლამენტში რამე განსაკუთრებული მოხდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ჩხუბი მხოლოდ საქართველოს პარლამენისთვის არ არის დამახასიათებელი. ჟურნალისტებთან საუბარში ირმა ინაშვილი ნიკა მელიასთან მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსოფლიოს პარლამენტარიზმის ისტორიაში გაცილებით უარესი დაპირისპირებების მაგალითები არსებობს.

„არ ვთვლი, რომ დღეს რამე განსაკუთრებული მოხდა. პარლამენტში აბსოლუტური განურჩევლობაა. ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და თავისუფლებაზე ის ადამიანები გვესაუბრებიან, რომლებიც პოლიტიკოსების მანტიით სარგებლობენ და სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან. პარლამენტმა რეზოლუციას კენჭი უნდა უყაროს, რომელიც სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებს. სანამ დამნაშავეების დასჯა არ მოხდება, სიმშვიდე არ იქნება და დემოკრატია საფრთხის ქვეშ დადგება. ეს ყველაფერი მოღალატეობრივი კოაბიტაციის შედეგია”, – განაცხადა ინაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში დღეს ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ.

banner
წინა სტატიაში“რომ წააგებ მერე შენ უნდა გცემონ გარეთ? ვერ გცემენ იმიტომ, რომ ჯანიანი ხარ? თუ იარაღი გაქვს?”- დაპირისპირება პარლამენტში “ევროპულ საქართველოსთან” გაგრძელდა
შემდეგი სტატია,,ნაციონალურ მოძრაობას” თუ უნდა, აქცია ბორჯომში გამართოს და ბორჯომის წყალი მიირთვას”