,,ნაციონალებიც და რ 2-იც იღებს ნაყოფს, რომელიც ნაციონალებმა თავის დროზე დათესეს”

news
ავტ.: news ნოემბერი 7, 2015 00:05

,,ნაციონალებიც და რ 2-იც იღებს ნაყოფს, რომელიც ნაციონალებმა თავის დროზე დათესეს”

მნიშვნელოვანი

  • "ეს არის არაფრის მაქნისი არაეფექტური ხელისუფლება აღმოჩნდა, რომ განსხვავებულ აზრს ვერ იტანს,"- ეს განცხადება გაერთიანებული დემოკრატების ხელმძღვანელმა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა.

სხვა სტატიები

“ეს არის არაფრის მაქნისი არაეფექტური ხელისუფლება აღმოჩნდა, რომ განსხვავებულ აზრს ვერ იტანს,”- ეს განცხადება გაერთიანებული დემოკრატების ხელმძღვანელმა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა.

ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ ხელისუფლება იბრძვის და ეს არ არის სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა.

“ის რაც ხდება ეს არ არის სუფთა გაგებით სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა. ამას დავიჯერებდი ვინმესთვის ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების წარმომადგენლების გარდა ქონება ვინმეს, რომ დაებრუნებინა. ბიძინა ივანიშვილს არ მოსწონს ეს კრიტიკა რაც რუსთავი 2-დან მოდის. რუსთავი 2-იც არ არის ობიექტური ტელევიზია. როდესაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები თავისუფალი სიტყვის მედიის დამოუკიდებლობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ საუბრობენ უნდა გაიხსენონ წარსული. ეს არის ცინიზმი. საქართველოს, რომ დაეკარგა თავისუფალი სასამართლო უნდა ყოფილიყო ასეთი ტიპის სასმართლო. ნაციონალური მოძრაობაც და გარკვეულ წილად რუსთავი 2-იც იღებს ნაყოფს, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ თავის დროზე დათესა,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

news
ავტ.: news ნოემბერი 7, 2015 00:05