ირინა სარიშვილი: ყველაფრის მიზანი არის გზა ევრაზიული კავშირისგან

“მე მგონი ჩვენ ძალიან ლოკალურად განვიხილავთ პროგრამას. ნიკა გვარამია ყველაზე კარგად ხვდება სინამდვილეში ეს ყველაფერი რატომ ხდება. ერთი არის ტელევიზიის, როგორც თავისუფალი სიტყვის წყაროს დაცვა თუნდაც მე არ მომწონდეს. ამ კუთხით ჩვენ ყველა ვცოდავთ. მეორე არის რისი ნაწილია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ განვითარებული შეტევები და რატომ გადის მთელი ქვეყნის მომავალი აქ და არა რკინიგზაზე. ჩემი ღრმა რწმენით ეს არის დიდი გეგმის ნაწილი, რომლის ავტორიც ბიძინა ივანიშვილიც არ არის ის შემსრულებელია. ეს ტიპიური რუსული პროექტია, რომლის მიხედვითაც საქართველო მაქსიმალურად უნდა გაიმიჯნოს და იზოლირებული გახდეს ცივილური სამყაროსგან. რაც უფრო ხშირად დავარღვევთ სართაშორისო კანონდმებლობას, რაც უფრო უხეში ფორმით გავაკეთებთ ამას მით უარესი. ჩვენ შეიძლება შტერი ვეძახოთ ურთმელიძეს, რომ მან განჩინებაში ჩაწერა რა არ მოწონს. ყველაფრის მიზანი არის გზა ევრაზიული კავშირისგან. მე რატომღაც მგონია, რომ რუსთავი 2-ის გამოყენება სხვა ფორმით და არა იმ ფორმით რისი ხელმძღვანელიც ნიკა გვარამიაა უნდათ სხვა მიზნით. რაც პრეზიდეტნია დღეს მან სწორედ ის განცხადება გააკეთა,”- განაცხადა პოლიტიკური პარტია ,,იმედის” თავმჯდომარემ ირინა სარიშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ნაციონალებიც და რ 2-იც იღებს ნაყოფს, რომელიც ნაციონალებმა თავის დროზე დათესეს”
შემდეგი სტატია“რუსთავი-2”-თან მოქალაქეები კარვებს შლიან (+ფოტო)