„მზრუნველი დედა იყო“ – ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებები 4 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე

თბილისში 4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმე – დღეს არა ერთი დეტალი გახდა ცნობილი. ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია მცირეწლოვანის დედა, რომელზეც მეზობლები აცხადებენ, რომ ქალი შვილზე ხშირად ძალადობდა.

მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 6 იანვრამდე ბავშვზე ძალადობის არც ერთი შეტყობინება არ შესულა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მკურნალობისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარი წერეთელმა გარკვეულ დეტალებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ბავში დაბადებისთანავე სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა სახელმწიფოს მინდობით აღზრდაში, თუმცა ბავშვის ბიოლოგიური დედა მას თვეში რამდენიმეჯერ აკითხავდა, სწორედ ამიტომ განისაზღვრა ბავშვისთვის პრიორიტეტულად ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება:

„კონკრეტული ბავშვის შემთხვევა ჩვენთვის ცნობილი იყო, პრაქტიკულად, დაბადებიდან იმიტომ, რომ დაბადების შემდგომ დედამ მიმართა სოციალურ სამსახურს და ითხოვა დროებით სახელმწიფო ზრუნვაში განთავსება ოჯახის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გამო. რაზეც შესაბამისი რეაგირება მოხდა და ბავშვი გადაყვანილი იქნა მინდობით აღზრდაში.

მინდობით აღზრდა ეს გახლავთ ალტერნატიული ფორმა, სადაც მსგავსი და სხვა შემთხვევების დროს ხდება ბავშვების განცალკევება ოჯახიდან, რა საკვირველია ქვეყნისთვის და ჩვენთვის პრიორიტეტი არის ბიოლოგიური ოჯახი, თუ სხვა რამა რ არის უფრო უკეთესი ბავშვისათვის, მისი ჭეშმარიტი ინტერესისთვის, შესაბამისად სამწელიწად-ნახევარი, როცა ბავში იმყოფებნოდა მინდობით აღზრდაში, ხდებოდა როგორც ბავშვის განვითარებაზე მეთვალყურეობა, ასევე ბიოლოგიურ ოჯახთან ბავშვის ურთიერთობის მეთვალყურეობა. სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში დედა სისტემატიურად, თვეში რამდენიმეჯერ ახდენდა ვიზიტებს, ჩართული იყო ბავშვის განვითარებაში, სწორედ ამიტომაც, როდესაც ბავშვი იმყოფება სახელმწიფო ზრუნვაში, სამომავლოდ იმისათვის, რომ გაყვანილ იქნეს ვინმე პირის მიერ, ხდება ამა თუ იმ პირის მნახველად დარეგისტრირება, რეგისტრაციას წინ უსწრებს იმ ოჯახის და იმ ადამიანის ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასება, რომელიც იღებს ამ უფლებას, რომ მოახდინოს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვის ნახვა და მისი გაყვანა. მსგავსი შეფასება მოხდა, ამდენი წლის განმავლობაში არასდროს სოციალური სამსახური არ აფიქსირებდა აღნიშნულ ოჯახში ძალადობრივი დამოკიდებულების ნიშნებს როგორც ამბავშვის მიმართ, ასევე ამ ოჯახში მცხოვრები სხვა არასრულწლოვნების მიმართ, დედა დარეგისტრირდა მნახველ და გამყვან პირად, იმ გეგმით, რომ სამომავლო მონიტორინგის განმავლობაში, უნდ ამომხდარიყო ბავშვის სამომავლო რეინტეგრაცია“, – განაცხადა წერეთელმა.

მისივე თქმით, მომხდარის შემდეგ დაწყებულია შიდა მოკვლევა და დადგება გარკვეული პირების პასუხისმგებლობა:

„ბოლო შემთხვევასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა ის, რომ სამინისტროსა და სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურმა დაიწყო მოკვლევა გუშინ საღამოდან, მოკვლევის შედეგს მყისიერად გაგაცნობთ და რა თქმა უნდა რამდენიმე ადმაიანის მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“, – აღნიშნვს მარი წერეთელი.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა გახდა მიზეზი იმისა, რომ ბავშვი ბიოლოგიურ ოჯახს დაუბრუნდა, წერეთელმა განაცხადა, რომ ბავშვი იყო მიჯაჭვული დედმამიშვილებზე და ასევე მიჯაჭვულობა გამოიხატებოდა დედის შემთხვევშიც:

„ძალადობაზე შეტყობინება 6 იანვრამდე არ შემოსულა, 6 იანვრამდე ვიზიტები ხშირად ხდებოდა, ხდებოდა აქტიური მონიტორინგი, შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ხდება მოკვლევა და მალე დაიდება დასკვნა.

როდესაც ბავშვი შედის სახელმწიფო ზრუნვის პროგრამაში, იწყება ბავშვის შეფასება და ჩვენთვის რა საკვირველია პრიორიტეტულია ბიოლოგიური ოჯახი, თუ ბავშის ინტერესისთვის მნიშვნელოვანი სხვა რამ არ არის. მოცემულ შემთხვევაში ბავშვის განცალკევება ოჯახიდან იყო მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და არა ინფორმაცია, ეჭვი რომ ამ ოჯახში შეიძლება ძალადობა ყოფილიყო ამ ბავშვზე. დედას ერთი დღის, სამი დღით გაყავდა ბავში, შემდეგ ბრუნდებოდა მინდობით აღზრდაში, რა საკვვირველია იქ ძალადობის ნებისმიერი ნიშანი შესანიშნი იქნებოდა, მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა.

ოჯახი თანამშრომლობდა სოციალურ სამსახურთან, მათ ჰქონდათ წინსვლა. სოციალურად დაუცველობა არ ნიშნავს იმას, ბავშვები ბიოლოგიური ოჯახებიდან უნდა გავიყვანოთ. ბავშვების ჰიგიენური ნრმები ყოველთვის დაცული იყო. მზაობა იყო, ოჯახი აქტიურად იყო ჩართული, ოჯახში მცხოვრები მამაკაცი იყო დასაქმებული, ბავშვს ჰქონდა მიჯაჭვულობა დედმამიშვილების მიმართ, იყო მზრუნველი დედა და მასაც ჰქონდა მიჯაჭვულობა, მოდიოდა და აქტიურად ნახულობდა. რასაკვირველია, ამ ბავშის ინტერესი იყო, რომ გაზრდილიყო ბიოლოგიურ ოჯახთან ერთად“, – განმარტა მარი წერეთელმა.

ლელა ქსოვრელი წინასწარი დაკავების იზოლატორში გუშინვე გადაიყვანეს. ახალგაზრდ ქალს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
დაკავებულის ოჯახის წევრები მკვლელობას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ბავშვი დაზიანებებს ბანაობის დროს იღებდა

banner
წინა სტატიაშიქართელი ემიგრანტის სასტიკი მკვლელობა – მხატვარის ცხედარს წამების კვალი ეტყობა
შემდეგი სტატიაოთხი წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ქალს ადვოკატი ხვდება