ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ქალს ადვოკატი ხვდება

თბილისში ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ქალის ადვოკატი, ნინო ტაბატაძე აცხადებს, რომ საქმის მასალებს ჯერ არ იცნობს.

საზოგადოებრივი ადვოკატი ამ წუთებში მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხვდება, რის შემდეგაც დაკავებულს ბრალს წარუდგენენ.

„სახელმწიფოს ხარჯზე უმაღლეს დონეზე დავიცავთ. საქმის მასალები არ გადმომცემია, ამიტომ არ მაქვს ინფორმაცია. ბრალის წარდგენამდე უნდა შევხვდე, მაგრამ ბრალის წარდგენასაც დავესწრები“, – განაცხადა ნინო ტაბატაძემ.

თბილისში ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დედა დააკავეს. 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში„მზრუნველი დედა იყო“ – ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებები 4 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე
შემდეგი სტატიალუკა კურტანიძე – ყველაფერი ჭიდაობის საკეთილდღეოდ უნდა გადაწყდეს