მჟავანაძე: ჩვენი გადაადგილების შესახებ ინფორმაციას სუს-ი აწვდის, აღებული აქვთ 300 ევრო

სამოქალაქო აქტივისტის, “სირცხვილიას” დირექტორის, გიორგი მჟავანაძის ინფორმაციით, მარბიელ რაზმებს, რომლებიც დღეს დილიდან ქალაქში გადაადგილდებიან და თავს ესხმიან ჟურნალისტებს, ტურისტებს და არბევენ ოფისებს, ფული აქვთ აღებული.

მისივე თქმით, გადაადგილების მარშუტის შესახებ ინფორმაციას მოძალადეებს სუს-ი აწვდის:

“ჩვენი გადაადგილების შესახებ ინფორმაციას სუს-ი აწვდის მობილიზებულ ჯგუფებს. მე აქ ველაპარაკე მათ და პირდაპირ განაცხადეს საუბარში, მობილიზებულმა ადამიანებმა, რომ აღებული აქვთ 300 ევრო, არიან დაცვის კომპანიის თანამშრომლები მათ შორის, აღებული აქვთ 300 ევრო იმისთვის, რომ იძალადონ და მათ კონკრეტული დავალება აქვთ რომ იძალადონ ჩვენზე ” ამბობს გიორგი მჟავანაძე.

banner
წინა სტატიაშიმეუფე შიო: რასაც დღეს მთელ მსოფლიოში ვხედავთ და ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ცნებების აღრევა
შემდეგი სტატიაგაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი – ვგმობთ ჟურნალისტებსა და „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებზე თავდასხმას