მეუფე შიო: რასაც დღეს მთელ მსოფლიოში ვხედავთ და ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ცნებების აღრევა

ხომ არ არის დრო, ხელისუფლებამ, საზოგადოებამ დავიწყოთ ფიქრი, რომ კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ცნება, – ამის შესახებ მეუფე შიომ ქაშვეთის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, სადაც მანამდე პარაკლისი ჩაატარა.

„რასაც დღეს მთელ მსოფლიოში ვხედავთ და ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ცნებების აღრევა და ჩანაცვლება. როდესაც ცდილობენ, რომ უმძიმეს ცოდვას, როგორიცაა სოდომური ცოდვა, უწოდონ სიკეთე, ღირსება და წარმოადგინონ, როგორც ღირსება. ამას ჩვენი ერი და ეკლესია ვერასდროს შეეგუება, რადგან ეს არის დიიდ კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართულია, რომ ერი დააშოროს ღმერთმ, ქრისტეს, ჩვენს ტრადიციებს, ეკლესიას და მოხდეს ერის გადაგვარება. ამიტომ ვართ ასე შემართულნი და გაერთიანებულნი. განსაკუთრებით ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს ბავშვებზე, ახალ თაობაზე, რადგან თუ უმცროსი თაობა დაიჯერებს ამას, რომ ეს სიბილწე არის სიკეთე, ეს არის საწინდარი ერის გადაშენების და მოსპობის.

ჩვენ ვიცით, რომ არა ერთი დიდი ერი გადაშებებულა ამ ცოდვის გამო. რამდენჯერაც იქნება ამგვარი ღონისძიების ჩატარების, ყოველთვის ჩვენი ერი გამთლიანდება ამის წინააღმდეგ ჩვენს ეკლესიასთან ერთად. ვწუხვართ, რომ იყო გადაცდომები, საწმუხარო შემთხვევები, აარკორექტული ქმედებები, დაზიანდა რამდენიმე ადამიანი. ჩვენ ამას ვერ ვღებულობთ, ვემნიჯნებით, მაგრამ ვაფრთხილდებდით ამ ღონსიძების ორგანიზატორებს, ხელისუფლებაც აფრთხილებდა, რომ ეს აუტანელი იქნებოდა, ერის გამოწვევა ხდება, ეს არის ძალადობა, ზეწოლა, მორალური, იდეოლოგიური ჩვენს სინდისაა და სულიერებაზე. ეს რომ აღარ განმეორდეს, ვფიქრობთ, ხომ არ არის დრო, ჩვენმა ხელისუფლებამ, საზოგადოებამ დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ცნება“, – განაცხადა მეუფე შიომ.

banner
წინა სტატიაშიMediachecker-ის სია: დაშავებულია 40-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი
შემდეგი სტატიამჟავანაძე: ჩვენი გადაადგილების შესახებ ინფორმაციას სუს-ი აწვდის, აღებული აქვთ 300 ევრო