მზად ვართ საქართველოს მხარდასაჭერად, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გასაძლიერებლად და ქვეყნის რეგიონებში ინვესტიციების გასაზრდელად – ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი

ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი ვერნერ ჰოიერი საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ვერნერ ჰოიერის თქმით, ევროპის საინვესტიციო ბანკი მზად არის საქართველოს მხარდასაჭერად, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გასაძლიერებლად და ქვეყნის რეგიონებში ინვესტიციების გასაზრდელად.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის წლიური შეხვედრების ფარგლებში ვესაუბრე საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს, რომლებმაც განმარტეს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, რასაც თავის მხრივ, უკრაინაში მიმდინარე ომი ამძიმებს. მზად ვართ საქართველოს მხარდასაჭერად, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გასაძლიერებლად და ქვეყნის რეგიონებში ინვესტიციების გასაზრდელად“, – განაცხადა ვერნერ ჰოიერმა.

banner
წინა სტატიაშიდასავლეთი რუსული ნავთობის ყიდვას მისი წარმომავლობის დაფარვით აგრძელებს
შემდეგი სტატიაარკადი კასრაძე მშობლიურ სოფელ ერგნეთში გადაასვენეს