დასავლეთი რუსული ნავთობის ყიდვას მისი წარმომავლობის დაფარვით აგრძელებს

დღეს ნავთობის ფასი რეკორდული მატების შემდეგ ისევ დავარდა

The Wall Street Journal წერს, რომ ბოლო რამდენიმე კვირაში რუსეთმა, სანქციების გვერდის ავლით, მნიშვნელოვნად გაზარდა ნავთობის მიწოდება.

The Wall Street Journal-ის ცნობით, რუსულ ტანკერებზე, მათი კვალის მიგნების გართულების მიზნით, “უცნობი დანიშნულების ადგილია” მითითებული. ანალიტიკოსების აზრით, დანიშნულების ადგილის უცნობი ეტიკეტის გამოყენება არის ნიშანი იმისა, რომ ნავთობი გადააქვთ უფრო დიდ გემებზე, რათა რუსული ნედლეული გემის ტვირთს შეერიოს, საბოლოდ კი, მონაცემები იმაზე, თუ ვინაა პროდუქტის მწარმოებელი, დაიკარგოს. ეს ერთ-ერთი ძველი ტაქტიკაა, რომელსაც რუსეთის გარდა, ირანი და ვენესუელა იყენებდნენ.

ასევე, ნავთობზე მოვაჭრეების თქმით, ბაზარზე პროდუქტების ახალ კლასებს ვხვდებით, სახელწოდებით – “ლიტვური და თურქმენული ნაზავი”, რაც ნიშნავს, რომ ისინი დიდი რაოდენობით რუსულ ნავთობს შეიცავს.

TankerTrackers-ის მიხედვით, აპრილის თვეში ნავთობის ექსორტი რუსეთის პორტებიდან ევროპაში, დღეში საშუალოდ 1.6 მილიონ ბარელამდე გაიზარდა, როცა მარტში ის 1.3 მილიონამდე მერყეობდა. თუმცა, ამ გადაზიდვების მნიშვნელოვანი წილის, დაახლოებით 1/3-ის დანიშნულების ადგილი უცნობია.

WSJ-ის ცნობით, რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის მაჩვენებლის დამალვის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ ევროპის ქვეყნებს თავიანთი ეკონომიკის მხარდასაჭერად და საწვავის ფასების შემდგომი ზრდის თავიდან ასაცილებლად ძალიან სჭირდებათ რუსული ნავთობი, თუმცა, კომპანიებს და ნავთობის შუამავლებს არ სურთ ღიად ვაჭრობა, რათა აგრესორ ქვეყანასთან ფინანსური ტრანზაქციებისას “ბუმერანგის” რისკი მინიმუმამდე დაიყვანონ და თავად არ გახდნენ დაწესებული სანქციების სამიზნე.

იმის მიუხედავად, რომ აპრილში ტრანსპორტირებული რუსული ნავთობის დაახლოებით 1/3-ის დანიშნულება უცნობია, სატრანსპორტო დოკუმენტები მაინც შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას.


სქემიდან გამომდინარე ვხვდებით, რომ აპრილის თვეში ნავთობის ექსპორტის მოცულობა რუმინეთში, ესტონეთში, საბერძნეთში, ფინეთსა და ბულგარეთში მარტის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, გაორმაგდა. ასევე, რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის წილი გაიზარდა ნიდერლანდებში.

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინული მხარე ევროკავშირს რუსულ ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესებისკენ მოუწოდებს, თუმცა, შიდაუთანხმოების გამო ევროკავშირი რუსული ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

ამ ეტაპზე, რუსულ ნავთობზე მხოლოდ აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ავსტრალიამ თქვეს სრულად უარი. ხოლო ევროკავშირი წლის ბოლომდე იმპორტის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს. გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესმა რუსეთს ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა, რათა რუსულ იმპორტზე დისკრიმინაციული ტარიფები დაწესდეს.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტებმა უკრაინიდან გატაცებული 27 ობოლი ბავშვი რუს ოჯახებზე გააშვილეს – დენისოვა
შემდეგი სტატიამზად ვართ საქართველოს მხარდასაჭერად, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გასაძლიერებლად და ქვეყნის რეგიონებში ინვესტიციების გასაზრდელად – ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი