“მზად ვარ შევხვდე ბატონ ზაზა სარალიძეს” – შოთაძე

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მზადაა, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამას ზაზა სარალიძეს შეხვდეს. ამის შესახებ განცხადება თავად შოთაძემ გააკეთა:
“საქართველოს პროკურატურა არის დაზარალებულების გვერდში ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე. საქართველოს პროკურატურა და პირადად მე, ვუსამძიმრებთ დადუნაშვილების და სარალიძეების ოჯახს და ვართ მათ გვერდში. საქართველოს პროკურატურამ განახორციელა ყველა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, რაც შეიძლება ამ საქმეებზე განხორციელებულიყო. მე პირადად მზად ვარ შევხვდე ბატონ ზაზა სარალიძეს და გავცე ნებისმიერ კითხვაზე პასუხი. აქამდე ჩვენ ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა დაზარალებულებთან და ამ კომუნიკაციას ახორციელებდა თბილისის პროკურატურა. ეს კომუნიკაცია აუცილებლად გაგრძელდება და ამ საქმის ფარგლებში ჩვენ ვიქნებით დაზარალებულების გვერდში და მათი ინტერესების დამცველები.”,- განაცხადა შოთაძემ.

banner
წინა სტატიაშიმოზარდების მკვლელობი საქმე – სასამართლო პროცესზე სამედიცინო ექსპერტის დაკითხვა გადაიდო
შემდეგი სტატიათბილისში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატები დამონტაჟდება