თბილისში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატები დამონტაჟდება

თბილისში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატები დამონტაჟდება – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროექტი ითვალისწინებს არა მხოლოდ ცხოველებზე ზრუნვას, არამედ იმას, რომ ამაში მეტი ადამიანი ჩაერთვება.

კალაძის განმარტებით, აპარატების მოვლა-პატრონობას ცხოველთა სააგენტო განახორციელებს:

“მოსახლეობას მივეცით შესაძლებლობა, წარმოადგინონ იდეები, ხედვები და პროექტები, რისი განხორციელება შეიძლება ქალაქში. პროექტი “შენი იდეა ქალაქის მერს” – აქტიურობა ძალიან დიდია. 10 იდეის განხილვა მიმდინარეობს. 2 პროექტი განხორციელდება. ერთი არის ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატების დაყენება. მიმდინარე წელს ვგეგმავთ ამ იდეის განხორციელებას. დედაქალაქში რამდენიმე ასეთი აპარატი დამონტაჟდება. ცხოველების კვებაში მეტი მოქალაქე ჩაერთვება და ეს ძალიან კარგია”.

banner
წინა სტატიაში“მზად ვარ შევხვდე ბატონ ზაზა სარალიძეს” – შოთაძე
შემდეგი სტატიაიზორია: საქართველო რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლას გააგრძელებს