მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე – დღეს მე არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი გადაწყვეტილების გამოტანას ველოდები

დღეს მე არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი გადაწყვეტილების გამოტანას ველოდები, – განუცხადა ჟურნალისტებს მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხი განიხილება.
“დღეს მე არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი გადაწყვეტილების გამოტანას ველოდები და ამაში მე დარწმუნებული ვარ. რა თქმა უნდა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიყენებთ ჩვენს უფლებებს ბოლომდე და გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში და თუ საჭირო იქნება ევროსასამართლოში”, – განაცხადა თუბა ჩაბუქმა.

banner
წინა სტატიაშიმაჩალიკაშვილის ოჯახს და მეზობლებს ხელახლა დაკითხავენ
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტროს განცხადება მეტროში დაშავებულებზე