ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება მეტროში დაშავებულებზე

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მეტროსადგურ “ვარკეთილში” დაშავებულების მკურნალობის ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაიფარა. დაზარალებულების ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ნაწილს სამედიცინო მომსახურება ამბულატორიულად გაეწია. მათი მკურნალობის ხარჯები სრულად ანაზღაურდა. ამჟამად ყველა პაციენტი კლინიკებიდან გაწერილია.
დაშავებულთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ თბილისის მერია დაფარავს.
დაშავებულები მინისტრმა, დავით სერგეენკომ ინციდენტიდან რამდენიმე საათში მოინახულა. მან მაშინვე განაცხადა, რომ მათი სამედიცინო მომსახურების ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სრულად დაფინანსდებოდა.
პირველივე დღიდან ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდათ დაშავებულთა მკურნალ ექიმებთან.
პაციენტთა იდენტიფიცირება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა თუ გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია.

banner
წინა სტატიაშიმუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე – დღეს მე არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი გადაწყვეტილების გამოტანას ველოდები
შემდეგი სტატიალომთათიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია – დაკავებულია ერთი პირი