,,მუნიციპალიტეტის შემოსავლები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ქალაქს კიდევ უფრო მეტი თანხა მოხმარდება”

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქის2019 წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. შესაბამისად,თბილისს კიდევ უფრო მეტი თანხა მოხმარდება და უფრო მეტი პროექტიგანხორციელდება.ხმალაძის თქმით, ბიუჯეტის ვარიანტი, რომელიც დედაქალაქისსაკრებულოს წარედგინა, პირველადია და ცენტრალური ბიუჯეტისდამტკიცების შემდეგ, მისი ოდენობა დაახლოებით 50 მილიონი ლარითკიდევ გაიზრდება.

„დედაქალაქის ბიუჯეტი 871 მილიონი ლარის ოდენობით არისწარდგენილი. ეს არის პირველადი ვარიანტი, რომელშიც არ არისგათვალისწინებული ცენტრალური ბიუჯეტიდან სპეციალური ტრანსფერი,რაც აუცილებლად იქნება გამოყოფილი და ამ თემაზე ჩვენმოლაპარაკებები უწყვეტად გვაქვს ფინანსთა სამინისტროსთან. ჯერცენტრალური ბიუჯეტი არ არის დამტკიცებული და როგორც კიდამტკიცდება, თბილისის ბიუჯეტი დაახლოებით, 50 მილიონზე მეტილარით კიდევ გაიზრდება. დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომდედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი იქნება 930 მილიონ ლარამდე“, -აღნიშნა ვიცე-მერმა.

ამასთან, ირაკლი ხმალაძის თქმით, ოპოზიციის ბრალდება, რომმომავალ წელს დედაქალაქის ბიუჯეტი შემცირებული იქნება, სიცრუეა.

„დღევანდელი მოცემულობით, 871 მილიონი ლარი არისგათანაბრებითი ტრანსფერის და თბილისის მუნიციპალიტეტისშემოსავლები, რომელიც წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნადგაზრდილია – დაახლოებით, 55 მილიონი ლარით მეტი არის ამ ორიკომპონენტის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც დაემატება სპეციალურიტრანსფერი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ჩვენიბიუჯეტის პრიორიტეტები არ იცვლება, არის ისევ და ისევ სატრანსპორტო.
პოლიტიკა, ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი და რა თქმა უნდა, მსხვილიინფრასტრუქტურული პროექტები. 2018 წლის თვითმმართველობისარჩევნებამდე ერთ-ერთი გაცხადებული პროექტი იყო ბაგების ხიდი,მაღლივის კორპუსიდან წყნეთის გზატკეცილამდე დამაკავშირებელი,რომლისთვისაც თანხები გათვალისწინებულია 2019 წლის ბიუჯეტში. ოპოზიციის ბრალდება, რომ ჩვენი ბიუჯეტი შემცირებულია, არის ტყუილი.თუ 2018-ში იყო 815 მილიონი ლარი და სპეციალური ტრანსფერით 860მილიონ ლარზე ავიდა, წელს ვიწყებთ 871 მილიონი ლარიდან. ანუჩვენი შემოსავლები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს,რომ ქალაქს კიდევ უფრო მეტი თანხა მოხმარდება“, – აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.

მისივე თქმით, სახელფასო ბიუჯეტში უმნიშვნელო ზრდა იყო, რაცმუნიციპალიტეტში ახალი სამსახურების შექმნით არის გამოწვეული,თუმცა ამ ეტაპზე დედაქალაქის მერიაში ხელფასების განაკვეთებიგადახედვას არ ექვემდებარება. „სახელფასო ბიუჯეტში უმნიშვნელო ზრდა არის, რაც გამოწვეულია იმით,რომ ზედამხედველობის სამსახური თბილისის მუნიციპალურ ინსპექციადგადაკეთდა. რესურსი ორჯერ გაიზარდა და ამ მიმართულებით ზრდაკიდევ არის დაგეგმილი, რადგან სამსახურის ფუნქციები გაზრდილია,მათ შორის, რამდენიმე ახალი ფუნქცია შეიძინა – ხმაურის კონტროლი,სამშენებლო დარღვევების მიმართულებით გაძლიერებული კონტროლი,ნარჩენების დაყრასთან დაკავშირებული მონიტორინგი. გარდა ამისა,წელს მერიაში ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური შეიქმნა,სადაც მაღალი მოთხოვნებიდან გამომდინარე, საჭირო გახდადამატებით საკადრო რესურსი და აქედან გამომდინარე, მცირედი ზრდამოხდა სახელფასო ფონდში. ამ ეტაპზე ხელფასების ზრდა მერიაში არიგეგმება, ხელფასების განაკვეთები გადახედვას არ ექვემდებარება დაეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი დღეს დიპლომატიურ კორპუსს შეხვდება
შემდეგი სტატიავთვლი, რომ ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო