ვთვლი, რომ ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო

ვთვლი, რომ სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო და პარტიას არჩევნებში საკუთარი კანდიდატი წარედგინა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ განუცხადა.

„როდესაც აღნიშნული საკითხის განხილვა მიმდინარეობდა, მე ჩემი აზრი გამოვხატე, ვთქვი, რომ პარტიას ღირსეული ხალხი ჰყავდა და მხარს არც დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა უჭერდეს და არც სხვა პარტიის მიერ წარდგენილს. ცხადია, საბოლოოდ, მხარი დავუჭირე იმას, რაც უმრავლესობამ გადაწყვიტა“, – აღნიშნა რევაზ არველაძემ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი უფრო აქტიურად უნდა ჩანდეს და საზოგადოების წინაშე თავად წარადგენდეს, რის გაკეთებას აპირებს იმ უფლებამოსილებების ფარგლებში, რაც პრეზიდენტს გააჩნია.

banner
წინა სტატიაში,,მუნიციპალიტეტის შემოსავლები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ქალაქს კიდევ უფრო მეტი თანხა მოხმარდება”
შემდეგი სტატიაგუდაურში სამშენებლო კომპანია “რედკოს” საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა