მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები მიმდინარეობს. ამჯერად განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დღეს შეხვედრა მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.

მედანში გამართულ სოფლის კრებაზე, ადგილობრივების უმეტესობამ, მხარი გარე-განათებების მოწყობას დაუჭირა, ლეფიფიეს უბანში კი მოსახლეობამ პრიორიტეტი ბეტონის საფარის და ცხაურის მოწყობას მიანიჭა. რაც შეეხება ლარა-მედანის მოსახლეობას, აქ ადგილობრივების უმეტესობამ გარე-განათებების მოწყობა და ხიდ-ბოგირების მშენებლობა დაასახელა.

მოსახლეობის მიერ, პრიორიტეტების შერჩევის პროცესს წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია, მერის პირველი მოადგილე ცოტნე შონია, საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე მაია მიქავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა პირები ესწრებოდნენ.

პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია.

banner
წინა სტატიაშიმაშველებმა თეთნულდზე უკრაინის მოქალაქის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაოპოზიცია აქციას 4 აპრილისთვის აანონსებს