ოპოზიცია აქციას 4 აპრილისთვის აანონსებს

ოპოზიცია აქციას 4 აპრილისთვის აანონსებს. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„4 აპრილს, 16:00 საათზე იქნება ფართომასშტაბიანი აქცია რუსთაველზე. მანამდე გვექნება ბევრი საპროტესტო ღონისძიება, პიკეტირებები, რეგიონებში გასვლა, სხვადასხვა ღონისძიება. ოპოზიცია 4 აპრილს განვაცხადებთ, როგორ ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან საარჩევნო კუთხით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიმუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება
შემდეგი სტატიაყველა პოლიტიკოსი ვისაც სჯერა, რომ საქართველოს აქვს მომავალი რუსეთის გუბერნიის მიღმა, დღეს უნდა გაერთიანდეს ამ არჩევანის დასაცავად