მაშველებმა თეთნულდზე უკრაინის მოქალაქის ცხედარი იპოვეს

11 თებერვალს, დილით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მესტიის სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება, რომ ტურისტების ჯგუფი ვერ ახერხებდა ჯგუფის ერთ-ერთ წევრთან დაკავშირებას. დაუჩინარებული შესაძლოა ყოფილიყო 10 თებერვალს თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის ტერიტორიაზე.
შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გაემგზავრნენ შემთხვევის ადგილზე.
საძიებო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა უკრაინის მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

banner
წინა სტატიაშიირლანდიის პარლამენტში პარტია “ფიანა ფეილმა” ყველაზე მეტი ადგილი მოიპოვა
შემდეგი სტატიამუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება