მუხურში მეფუტკრეობის სამეცნიერო ცენტრისა და სკვერის აუქციონზე გატანას აპროტესტებენ

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის მცხოვრებლები ეკონომიკის სამინისტროს მიერ, მეფუტკრეობის სამეცნიერო ცენტრისა და მიმდებარე სკვერის აუქციონზე გატანას აპროტესტებენ. მათ დღეს აქცია გამართეს და როგორც ამბობენ, მხოლოდ გუშინ შეიტყვეს, რომ ხელისუფლება ცენტრის გასხვისებას გეგმავს.

ადგილობრივების თქმით, ცენტრი ხალხს ეკუთვნის და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ის არ უნდა გაიყიდოს. მათი თქმით, ადგილზე ტარდებოდა ფესტივალები, სხვადასხვა სახის საინფორმაციო ღონისძიებები და ტურისტებისთვისაც მიმზიდველი იყო.
მოსახლეობის ინფორმაციით, ტერიტორიით “მეღვინეობა ხარებაა” დაინტერესებული და ისინი ვარაუდობენ, რომ აუქციონის პირობებიც ამ კომპანიაზეა მორგებული.

 

აქციაზე იმყოფებოდა დღეს ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარეც. შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულო ოპოზიციურია.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერი ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი – ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, რომ სიტყვის თავისუფლებად გამოაცხადოს ბულინგი, ზიზღის ენა, ადამიანის გაჩუმება