მუხრანში კონფლიქტის დროს კაცი დაჭრეს, რომლის გარდაცვალების შემდეგ შვილმა თავი მოიკლა

მეზობლებს შორის კამათი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის შემდეგადაც ერთი კაცი გარდაიცვალა. დღეს დილით კი, გარდაცვლილის შვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ადგილობრივებმა არ იციან მიზეზი, რის გამოც, თანასოფლელი დავით ჩუგუაშვილს გაუსწორდა.

სავარაუდო ვერსიად ბიზნესი სახელდება, რადგან ჩუგუაშვილს ხორცის მაღაზია აქვს. რამდენიმე დღის წინ მას თანასოფლელთან კონფლიქტი მოუვიდა, რა დროსაც ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ის საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, თუმცა გუშინ გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიყწო.

banner
წინა სტატიაშისერგეენკო: გახარიას შემთხვევაში კითხვები ბევრად მეტია, ვიდრე პასუხები
შემდეგი სტატიამასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია