სერგეენკო: გახარიას შემთხვევაში კითხვები ბევრად მეტია, ვიდრე პასუხები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ გიორგი გახარია მის მიმართ არსებულ მთავარ კითხვებს თუ არ უპასუხებს, უფრო მეტი კითხვა გაჩნდება, რაც მის პოლიტიკურ რეიტინგს ნულამდე დაიყვანს.

„გახარიას შემთხვევაში კითხვები ბევრად მეტია, ვიდრე პასუხები. მას აქვს საშუალება და მჯერა, გამოიყენებს და გააკეთებს განმარტებას სულ მცირე ორ თემასთან დაკავშირებით.

პირველი – რატომ გადადგა ეს ნაბიჯი და რამდენად შეიძლება, გაჩნდეს კითხვის ნიშნები მის მიერ ჩატარებულ ოპერაციებზე. მეორე – ჩამოაყალიბოს მისი ხედვა, იმ შემთხვევაში, თუ მიიღებს ამომრჩევლის მხადაჭერას, რას აპირებს? რა გეგმებით აპირებს სიარულს?

ამ ორი რაღაცის გარეშე, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააკეთოს ამ ადამიანმა, დარჩება უფრო მეტი კითხვა, ვიდრე პასუხები და ეს მის პოლიტიკურ რეიტინგს საერთოდ ნულამდე დაიყვანს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია ბრიუსელში დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრებს გამართავს
შემდეგი სტატიამუხრანში კონფლიქტის დროს კაცი დაჭრეს, რომლის გარდაცვალების შემდეგ შვილმა თავი მოიკლა