მუხლი, რომლითაც კუპრავა სასამართლომ დამნაშავედ სცნო, გასაჩივრებულია – „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

region
ავტ.: region აგვისტო 1, 2019 16:21

მუხლი, რომლითაც კუპრავა სასამართლომ დამნაშავედ სცნო, გასაჩივრებულია – „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

ზვიად კუპრავას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მუხლი კი რომლითაც ზვიად კუპრავა სასამართლომ დამნაშავედ სცნო, გასაჩივრებულია. „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, სადაც დღეს ამ საქმის არსებითი განხილვა დაიწო.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ არ შეიძლება სასამართლოს შეურაცხყოფა იყოს კრიმინალიზებული. მათივე განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი წინააღმდეგობაში მოდის სიტყვის და გამოხატვის კონსტიტუციურ უფლებასთან.

„აღნიშნული ნორმა არის ძალიან ბუნდოვანი, შეუძლებელია, ამ ნორმის ადრესატებმა განსაზღვრონ კონკრეტული გამონათქვამები და მათი შეფასებები სასამართლოსთან მიმართებით, რომელიც შესაძლოა ჩაითვალოს ან არ ჩაითვალოს შეურაცხყოფად და უპატივცემულობად და მეორეს მხრივ, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ნორმა, იმ შინაარსით, რომელიც ბატონ ზვიად კუპარავას ბრალად წარუდგინეს, ანუ სასამართლო სხდომის დარბაზს გარეთ გაკეთებული, თუმდაც შეურაცხმყოფელი განცხადებები დაცულია საქართველოს კონსტიტუციის გარანტირებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით“ – განაცხადა ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” წარმომადგენელმა, ედუარდ მარიკაშვილმა.

საპირისპიროს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის მთავარი სპეციალისტი ქრისტინე კუპრავა. მისი განცხადებით, აღნიშნული ნორმა ლეგიტიმურია და ის სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის და მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფას იცავს.

„არ ვეთანხმებით მოსარჩელე მხარეს, მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმა ემსახურება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ ნორმას. ეს არის სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფის დაცვა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, დასაშვებად მიიჩნევს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას და მათ შორის დასაშვებად მიიჩნევს, ასეთი შეზღუდვის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“ – განაცხადა ქრისტინე კუპრავამ.

შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავა სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ, სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს, როცა ზვიად კურპავამ კონკრეტული მოსამართლე უცენზურო ფრაზით მოიხსენია. კუპრავა საპატიმროს სამ თვეში დატოვებს, რადგნ ის უკვე 6 თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

region
ავტ.: region აგვისტო 1, 2019 16:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,137
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics