მუხიანის აგარაკებზე, ზნაკვის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მუხიანის აგარაკებზე არსებულ ზნაკვის ქუჩაზე (ვარდისუბნისა და 26 მაისის ქუჩის დამაკავშირებელი ზედა მონაკვეთი) საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე წყალარინების და სანიაღვრე ქსელი უკვე მოეწყო, ასევე, ასფალტის საფარი 1000 კვ. მ-მდე ფართობზე იგება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 62 742 ლარი გამოიყო. მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი, ლევან ნაროუშვილი ადგილზე გაეცნო.

ამჟამად, მუხიანის აგარაკებზე, გურიის აღმართზე ბეტონის გზა ეწყობა. გამარჯვების ქუჩისა და გურიის აღმართამდე მისასვლელ გზაზე, 1385 კვ.მ ფართობზე, ასფალტის საფარი დაიგება. ამასთან, აღნიშნულ დასახლებაში, გამგეობის მიერ, გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობის სამუშაოებიც მიმდინარეობს. გამარჯვების ქუჩაზე კედლები ოთხ მისამართზე – N63–65–67-79 ეწყობა.

banner
წინა სტატიაშიანდრო ბარნოვი: სულაც ოჩოკოჩი გვმართავს და მაინც ვარსებობთ
შემდეგი სტატიაგამოვლინდა ინფიცირების 537 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 128 პირი