გამოვლინდა ინფიცირების 537 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 128 პირი

საქართველოში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 128 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 652 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 203, „პისიარ“ ტესტით – 7 449.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,81% ბოლო 14 დღის – 1,52%, ბოლო შვიდი დღის – 1,45%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 268 693 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 275 685 გამოჯანმრთელდა, 3 658 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 206, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 376 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 133 პირი.

ამასთან, 15 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 328 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშიმუხიანის აგარაკებზე, ზნაკვის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიავაქცინაციის მეორე დღე – აცრილია 500-ზე მეტი ექიმი