მწერალ ციალა არდაშელიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, მწერლისა და პუბლიცისტის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილისა და ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებლის, რევაზ ინანიშვილისა და დავით აღმაშენებლის სახელობის პრემიების, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ „ოქროს ფრთის“ ლაურეატის ციალა არდაშელიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
წლების მანძილზე გაწეული საქმიანობისა და ღვაწლისთვის, ვახტანგ ყოლბაიამ ციალა არდაშელიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელი გადასცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები.

banner
წინა სტატიაშიდარიალის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე საზოგადოებას კანდიდატების შერჩევის ახალ პრინციპს სთავაზობს