გიორგი ვაშაძე საზოგადოებას კანდიდატების შერჩევის ახალ პრინციპს სთავაზობს

სამოქალაქო პლატფორმა – “ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მაჟორიტარობისა და სიის კანდიდატების შერჩევის ახალ პრინციპზე საუბრობს. ვაშაძის განცხადებით, ყველა კანდიდატი, რომელსაც სურს პარლამენტში წარმოადგენდეს სასურველ რაიონს უნდა ითვალისწინებდეს სამ ძირითად პრინციპს: ეკონომიკური თავისუფლება, პიროვნული თავისუფლება და დასავლური ორიენტაცია. მათ შეუძლიათ აპლიკაციის შევსება და მომხრეთა 1%-იანი სიის წარდგენა, შემდგომ კი შიდა პრაიმერისში მონაწილეობის მიღება:

„კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც ვთავაზობთ პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებას, ეს არის კანდიდატების, როგორც მაჟორიტარული, ასევე სიის კანდიდატების შერჩევის ღია მექანიზმი. საქართველოს სჭირდება ახალი პოლიტიკური კლასი და ამისთვის აუცილებელია ახალი მექანიზმები, როგორ ვარჩევთ კანდიდატებს, ჩვენ გვექნება აბსოლუტურად ღია დასაჯარო შერჩევის მექანიზმი, გსურთ რომ იყოთ თქვენი რაიონის წარმომადგენელი პარლამენტში? შეავსეთ აპლიკაცია, მოიტანეთ ერთი პროცენტის მხარდამჭერების ხმები და მიიღეთ მონაწილეობა შიდა პრაიმერში, რომელიც საბოლოო ჯამში გამოკვეთს გამარჯვებულებს და რომლებიც მიიღებენ საბოლოო არჩევნებში მონაწილეობას. მთავარი საკითხი არის ის, რომ სხვა მექანიზმი არ არსებობს იმისთვის, რომ შევარჩიოთ მართლაც რეალური კანდიდატები და პროფესიონალები, რომლებიც გულთან მიიტანენ ხალხის პრობლემას და გასაჭირს, აქამდე პოლიტიკაში გადაწყვეტილებას იღებდნენ კულუარები და კაბინეტები, ახლა გადაწყვეტილებას მიიღებენ მოქალაქეები და ისინი შეარჩევენ მათთვის სასურველ კანდიდატებს. კრიტერიუმი მარტივია, კანდიდატი უნდა იზიარებდეს სამ პრინციპს: ეკონომიკური თავისუფლება, პიროვნული თავისუფლება და დასავლური ორიენტაცია“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კანდიდატთა შერჩევის პერიოდი ივლისსა და აგვისტოში წარიმართება, 20 აგვისტოს კი შედეგები გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიმწერალ ციალა არდაშელიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა
შემდეგი სტატიაზაქარია ქუცნაშვილი: ჩვენ არ გვეშინია “რუთავი2”-ის, არც გვსურს “რუსთავი 2”