მტკვარში, ორი დაკარგული ძმიდან ერთ-ერთის ცხედარი იპოეს

მტკვარში დაკარგული ორი ძმიდან, სამძებრო სამაშველო ოპერაციების შედეგად, ერთ-ერთის ცხედარი ნაპოვნია. 20 და 25 წლის ძმებ შატვაროვების სამძებრო სამუშაოები ორი დღეა მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები მდინარის ძლიერმა დინებამ გაიტაცა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები გუშინ 15:00 საათზე დაიწყო და 21:00 საათამდე გაგრძელდა. ახალგაზრდების ძებნა დღეს დილიდან განახლდა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე პატრიარქს ილიაობის დღესასწაულს ულოცავს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა 83 მსჯავრდებული შეიწყალა- ერთი უვადო პატიმარია