ირაკლი კობახიძე პატრიარქს ილიაობის დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ილიაობის დღესასწაულს ულოცავს.

„დღეს ილიაობაა – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II- ის ანგელოზის დღეს, წმინდა ილია მართლისა და წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის ხსენებას აღნიშნავს. თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ ანგელოზის დღეს. დღევანდელი დღესასწაული განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ჩვენთვის. თქვენი სიცოცხლე სამშობლოს მიუძღვენით და თქვენს მტკიცე გვერდში დგომასა და მამობრივ მზრუნველობას ყოველთვის გრძნობდა ქართველი ერი. სწორედ უფლის ნება იყო, რომ 40 წლის წინ, საქართველოს ეკლესიას ჩაუდექით სათავეში, საქართველო კი ჭეშმარიტად იღბლიანი ქვეყანა, რომ ერის სულიერი მამა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი სასულიერო მოღვაწე გახდა. თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ”, – აღნიშნულია ირაკლი კობახიძის მილოცვაში.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიამტკვარში, ორი დაკარგული ძმიდან ერთ-ერთის ცხედარი იპოეს