,,მთვარობას უნდოდა თავი დაეძვრინა”-ლარის გაუფასურების კავშირი რუსულ ტურისტულ ემბარგოსთან

ლარის გაუფასურების კავშირი რუსულ ტურისტულ ემბარგოსთან – ოპოზიცია ხელისუფლებას მიზანმიმართულ ტყუილში ადანაშაულებს. მთავრობის პირველი პირების ვერსიები, თითქოს ეროვნული ვალუტის გაუფასურება ტურისტული ნაკადის შემცირების ბრალია, ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალურმა მონაცემებმა გააქარწყლა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლება შეეცადა ეროვნული ვალუტის ვარდნა და შექმნილი კრიზისი ოპოზიციისთვის გადაებრალებინა, თუმცა უშედეგოდ.

გოცირიძე მმართველი გუნდის მიერ ბიუჯეტის არათანაზომიერ ხარჯვაზე ამახვილებს ყურადღებას და ლარის გაუფასურების ერთ-ერთ ერთ მიზეზად სწორედ ამას ასახელებს.

„მთვარობას უნდოდა თავი დაეძვრინა აი, ამ ტყუილებით და ყველაფერი გადაებრალებინა ტურიზმისათვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა სტატისტიკა, მათ შორის მონეტარული და ფინანსური სტატისტიკა დავინახეთ, რომ ლარი გააუფასურა მთავრობის მიერ ფულის არათანაბარზომიერმა და ჭარბმა მიწოდებამ, ძირითადად გაუფასურების მიზეზი არის ბიუჯეტი. შარშანდელი ბიუჯეტის აუთვისებელი თანხები დიდი, დიდძალი თანხები ავანსად გადაერიცხათ მხარჯავ ერთეულებს და შარშანდელი ბიუჯეტის და წლევანდელი ბიუჯეტის ორივე ნაწილი ზვავივით დააწვა აი, ამ ფინანსურ ბაზარს,“- განაცხადა გოცირიძემ.

ხელისუფლებას საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებს “ევროპული საქართველოც”.
„ხელისუფლება წავიდა შეგნებულ ტყუილზე, როდესაც ლარის გაუფასურება დააბრალა ტურიზმს. ტურიზმზე დაბრალება ხელისუფლებას უნდოდა იმიტომ, რომ ამით ყველაფერი დაებრალებინა „გავრილოვის ღამისთვის“. ტურიზმი არ არის საერთოდ ფაქტორი ლარის გაუფასურებაში. უფრო მეტიც, სწორედ ხელისუფლების განცხადებებმა, რომ ტურიზმის ბრალიაო, სწორედ ხელისუფლების მიერ შექმნილმა პანიკამ შექმნა ისეთი მოლოდინი, რამაც თითონ გააუფასურა ლარი,“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“არსებობს ერთი კაცი, ორი პარტიით” – კობახიძე ბლოკების აკრძალვის მიზეზებს განმარტავს
შემდეგი სტატიაგერმანიაში ბინის ქურდობისთვის დაკავებული საქართველოს მოქალაქე ციხიდან გაიქცა