გერმანიაში ბინის ქურდობისთვის დაკავებული საქართველოს მოქალაქე ციხიდან გაიქცა

გერმანიაში ბინის ქურდობისთვის დაკავებული საქართველოს მოქალაქე გერმანიის ციხიდან გაიქცა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 4 აგვისტოს გერმანიის, მემინგემის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საქართველოს მოქალაქის გაქცევის ფაქტს ადასტურებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ „გერმანული მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ სხვა პატიმართან ერთად გაქცევა მოახდინა, რომელსაც გერმანიაში ჩადენილი ბინის ქურდობისთვის წინასაგამოძიებო პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული“.
მანამდე, ფაქტის შესახებ გერმანულმა მედიამ დაწერა.

გაქცეულთაგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე, 37 წლის ვაჟა ბურჯანაძეა; მეორე კაცი კი თურქეთის მოქალაქე, 36 წლის გეკჰან გუნბეია.

სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

banner
წინა სტატიაში,,მთვარობას უნდოდა თავი დაეძვრინა”-ლარის გაუფასურების კავშირი რუსულ ტურისტულ ემბარგოსთან
შემდეგი სტატია„არ მგონია, პოლიტიკური სარჩული ედოს რომელიმე სისხლის სამართლის საქმეს” – ზარდიაშვილი ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე