მთლიანად ვუერთდები მამუკა ჩიქოვანის პათოსს და ვეთანხმები, მისი განცხადება იყო დროული და ზუსტი

„მთლიანად ვუერთდები მამუკას პათოსს და ვეთანხმები, მისი განცხადება იყო დროული და ზუსტი,“ – ეს განცხადება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, დავით კირკიტაძემ პარლამენტის წევრის, მამუკა ჩიქოვანის გადაწყვეტილების შეფასებისას გააკეთა, რომელმაც „ევროპული საქართველო“ დატოვა.

კირკიტაძის თქმით, მაშინ როდესაც ქვეყანაში სერიოზული კრიზისია, ყველა უნდა გაერთიანდეს და ერთად შეებრძოლოს მმართველ პარტიას.

„ახლა როდესაც ქვეყანა ასეთ გასაჭირშია, მოსახლეობას უკიდურესად უჭირს იმიტომ, რომ ქვეყნის სათავეში მოექცნენ ბანდიტები და ყაჩაღები, არ არის დრო კეკლუცობის, არ არის დრო პროცენტებზე ფიქრის, დროა იმისა, რომ ქვეყანა გამოვტაცოთ ამ ყაჩაღებს ხელიდან,“ – განაცხადა კირკიტაძემ.

კირკიტაძის თქმით, ოპოზიციის გაერთიანების იდეა ჯერ კიდევ არჩევნებამდე გაჩნდა და ამის რეკომენდაცია საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთხელ გასცა.

„არ არის დღეს დრო, რომ პირად ამბიციებს და რამდენიმე ლიდერის ვიწრო ამბიციებს გადავაყოლოთ ჩვენი ქვეყნის ბედი, სწორედ ამიტომ ჩვენ მივესალმებით მამუკა ჩიქოვანის ამ განცხადებას,“ – განაცხადა კირკიტაძემ.

მამუკა ჩიქოვანმა “ევროპული საქართველო” დღეს დატოვა. ის პარლამენტში მუშაობას დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩიქოვანმა შესაძლოა, საკუთარი მომავალი გაერთიანებულ ოპოზიციას დაუკავშიროს.

banner
წინა სტატიაში“კრიზისი მთავრობას კი არა, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს” – მაია ცქიტიშვილი
შემდეგი სტატიატაქსის მძღოლებს კაბალურ პირობებს სთავაზობენ, რადგან 2 წლის განმავლობაში მანქანაზე რეკლამის განთავსება გაცილებით ძვირია, ვიდრე 1000 ან 1200 ლარი, რაც მანქანის გადაღებვა დაჯდება