მთიან ყარაბაღში სიტუაცია გამწვავდა

მთიან ყარაბაღში სიტუაცია გამწვავდა - ბაქო და ერევანი საპირისპიროს ამბობენ

kiuმთიან ყარაბარში სიტუაცია გართულდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სრულად გაანადგურა მოწინააღმდეგის ტექნიკა. ერევანი კი პირიქით, ამბობს, რომ სიტუაციას სრულიად აკონტროლებს.
აზერბაიჯანის სამხედრო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მოწინააღმდეგის ტექნიკისა და ცოცხალი ძალების კოორდინატები წინასწარ იყო შესწავლილი, რომლის წყალობითაც, აზერბაიჯანის არმიამ ცოცხალი ძალის უმეტესობა გაანადგურა, ასევე გაანადგურა მტრის სამხედრო ინფრასტრუქტურა“.
თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ოვიკ აბრაამიანმა განაცხადა, რომ „სომხურმა ძალებმა მოწინააღმდეგის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს და სიტუაციას სრულიად აკონტროლებენ“.
მთიან ყარაბაღში სიტუაცია დღეს ღამით გართულდა.

banner
წინა სტატიაშიაქციის მონაწილეებმა ნარმანიას ფიტული ქვიშაში თავდაყირა ჩაფლეს
შემდეგი სტატიადღეს გადაწყდება რა ფორმით მიიღებს „კონსერვატიული პარტია“ არჩევნებში მონაწილეობას