მთელი საქართველოს მასშტაბით ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

მთელი საქართველოს მასშტაბით ხანძარი ლიკვიდირებულია: სამეგრელოში – ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, ასევე, სოფელ ლიაში. რაჭაში – ხვანჭკარაში. შიდა ქართლში – გოსტიბეში. სამცხე-ჯავახეთში – ლიკანში. აჭარაში – ქობულეთში. იმერეთში – ჭალოვანში;

ღია კერები აღარაა და ნახანძრალის დამუშავება მიმდინარეობს: გურიაში – ვაკიჯვარში. რაჭაში – კრიხში;

ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარაა: კახეთში – სოფელ გომბორთან. ქვემო-ქართლში – თეთრიწყაროში. გურიაში: გომსა და მამათში;

აქტიური კერებია: იმერეთში – ხონსა და ტყიბულში. სამეგრელოში – ეწერში;

მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ტყის ხანძრებზე მობილიზებულია 1500 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო სპეც ტექნიკა. სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც გურიასა და რაჭაში მუშაობენ. მათ ჯამში 200-მდე გაფრენა განახორციელეს.
ხანძრის ქრობის სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და გაგრძელდება სრულ ლიკვიდაციამდე-ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიგენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე EUROJUST-ში მეკავშირე პროკურორად დაინიშნა
შემდეგი სტატიაიტალიიდან საქართველოს მოქალაქეების პირველი ნაკადი სამშობლოში უკვე დაბრუნდა