გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე EUROJUST-ში მეკავშირე პროკურორად დაინიშნა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საკადრო ცვლილება განხორციელდა. გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე EUROJUST-ში მეკავშირე პროკურორად დაინიშნა. გიორგი გოგაძეს საქართველოს პროკურატურაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი 2013 წლიდან დღემდე გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

EUROJUST-თან თანამშრომლობის დოკუმენტს ჰააგაში 2019 წლის მარტში მოეწერა ხელი.

საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც EUROJUST-მა შეთანხმება გააფორმა. ორგანიზაციაში, ასევე, მეკავშირეები ჰყავთ პარტნიორ სახელმწიფოებს (მათ შორის აშშ-ს, ნორვეგიას, შვეიცარიას და ა.შ.).

EUROJUST-თან თანამშრომლობა საქართველოს დაეხმარება ტრანსნაციონალური და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

EUROJUST-ი სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის დაწესებულებაა, რომელიც 2003 წლიდან ფუნქციონირებს ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთის მერის წარმომადგენელი: თუ საჭიროება მოითხოვს მზად ვართ ხალხის ევაკუაციისთვის
შემდეგი სტატიამთელი საქართველოს მასშტაბით ხანძარი ლიკვიდირებულია