მთელი პოლიტიკური და სამოქალაქო სპექტრის ყურადღება სააკაშვილისა და მისი საქართველოში შემოყვანაში ბრალდებულების სასამართლო პროცესებისკენ უნდა იყოს მიმართული – ბოკერია

„ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმდენი ხანი პროტესტისთვის და ამაზე საერთაშორისო ასპარეზისთვის ყურადღების გამახვილებისთვის, რამდენიც დასჭირდება ამ რეჟიმის ჩამოცილებას.“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსათან, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„დღეს ორი პროცესი იმართება. ახლა დაიწყება იმ ადამიანების პროცესი, ვინც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანაში არიან ბრალდებულნი, მიუხედავად იმისა, რომ მუხლიც არ არსებობს, რომელიც ამას მიესადაგება. ის ფაქტიც, რომ ეს ხალხი აღმკვეთი ღონისძიების ქვეშ არის, როცა მძიმე დანაშაულზეც არაა ლაპარაკი, კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმის, რომ ეს არის ნაწილი სამაგალითო პოლიტიკურად მოტივირებული დასჯისა და დევნისა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში სააკაშვილთან მიმართებაში ძალის დემონსტრირებისა. ეს ადამიანები არიან პოლიტპატიმრები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის შიგნით ადამიანების გამოსვლასთან ერთად, საზოგადოების რეაქციასთან ერთად, ყურადღება იყოს ამ პოლიტიკური დევნის მთელ სპექტრზე და „საერთაშორისო ამნისტიისის“ განცხადება, რომელიც ჩვენ ვნახეთ სააკაშვილთან დაკავშირებით არის ძალიან მკაფიო და მოკლე, მაგრამ ძალიან მძიმე დახასიათება იმ რეალობის, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა ჩვენს ქვეყანაში. ამ ძალიან დიდი ხიფათის წინაშე, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმდენი ხანი პროტესტისთვის და ამაზე საერთაშორისო ასპარეზისთვის ყურადღების გამახვილებისთვის, რამდენიც დასჭირდება ამ რეჟიმის ჩამოცილებას. ამიტომ ვთვლით ჩვენ აუცილებლად, რომ ამ პროცესზეც და რა თქმა უნდა, სააკაშვილის პროცესზეც, რომელიც წესით უნდა გადმოიყვანონ დღეს აქ, საზოგადოებამ ის უნდა იხილოს, იყოს მთელი პოლიტიკური და სამოქალაქო სპექტრის ყურადღება და პროტესტში თანამონაწილეობა.“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის სამინისტროსთან აქციაზე 2 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიამომვარდნენ, დამაგდეს ძირს, შემომახიეს ტანსაცმელი, აქციის მონაწილეთა უდიდესი ძალისხმევით გადავურჩი დაკავებას – კობა ხაბაზი