მთავრობის ვალდებულებაა, გამოიყენოს ისტორიული შანსი, ამჯერად მაინც არ გაუშვას ხელიდან კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა და აქტიურად იმუშაოს გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე – გახარია

„საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, გამოიყენოს ისტორიული შანსი, „ამჯერად მაინც არ გაუშვას ხელიდან კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა”.

გახარია ეხმაურება ევროპარლამენტის მიერ მიმდინარე წელს უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე რეზოლუციის მიღების საკთხს.

„მივესალმები ევროპარლამენტის მოწოდებას მიმდინარე წელს უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე რეზოლუციის მისაღებად. ეს არის დამსახურებული გადაწყვეტილება და ომის მიუხედავად, რეფორმების დღის წესრიგისადმი უკრაინის მთავრობის ერთგულების შედეგი.

საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, გამოიყენოს ისტორიული შანსი, ამჯერად მაინც არ გაუშვას ხელიდან კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა, აქტიურად იმუშაოს გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე და მიიღოს ყველა ზომა, რომ ერთ დროს ასოცირების ტრიოს ლიდერი საქართველო, არ ჩამორჩეს უკრაინას და მოლდოვას!“, – წერს გახარია „ფეისბუქზე“.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირსა და ევროპარლამენტში ვერ ნახავთ ისეთს, ვისთვისაც გასაგებია ნიკა გვარამიას პატიმრობა – არახამია
შემდეგი სტატიაუკრაინის შეიარაღებულ ძალებს დონეკცის ოლქში, ქალაქ ვუჰლედართან წინსვლა აქვთ – ტარნავსკი