ევროკავშირსა და ევროპარლამენტში ვერ ნახავთ ისეთს, ვისთვისაც გასაგებია ნიკა გვარამიას პატიმრობა – არახამია

ევროკავშირსა და ევროპარლამენტში ვერ ნახავთ ისეთს, ვისთვისაც გასაგებია ნიკა გვარამიას პატიმრობა. ეს არის პოლიტიკაზე მაღლა მდგომი საკითხი და დაუყოვნებლივ გადაჭრას საჭიროებს – ამის შესახებ უკრაინის რადას მმართველი პარტია “ხალხის მსახურის” ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუს შეფასებისას წერს, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა უკრაინულ მედიას მისცა.

არახამია წერს, რომ საქართველოსთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე, ნიკა გვარამიას პატიმრობა უმთავრესი წინაღობაა:

“დღეს ვუსმინე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს. ჩემი შეფასებით, მას კარგად ესმის ის გამოწვევები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მომლოდინე ქვეყნის წინაშე დგას. ამ ჩამონათვალში უმთავრესი წინაღობა ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტის ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთაა. თუ საქართველოს სურს ააშენოს დემოკრატიული სახელმწიფო, თავისთავად, უმთავრესი ფუნდამენტი თავისუფალი სიტყვის დაცვა უნდა იყოს.
ევროკავშირსა და ევროპარლამენტში ვერ ნახავთ ისეთს, ვისთვისაც გასაგებია ნიკა გვარამიას პატიმრობა. ეს არის პოლიტიკაზე მაღლა მდგომი საკითხი და დაუყოვნებლივ გადაჭრას საჭიროებს.
ჟურნალისტის პატიმრობა პირდაპირ კეტავს გზას ევროკავშირისკენ.
ქ-ნი პრეზიდენტის ინტერვიუ ცხადყოფს, რომ ერთნაირად გვესმის ამ პრობლემის მნიშვნელობა.” – წერს არახამია.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტარები ნატო-ს მოუწოდებენ, უკრაინა ალიანსში გასაწევრიანებლად მიიწვიოს
შემდეგი სტატიამთავრობის ვალდებულებაა, გამოიყენოს ისტორიული შანსი, ამჯერად მაინც არ გაუშვას ხელიდან კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა და აქტიურად იმუშაოს გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე – გახარია